გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

რა სჭირს ლიონს? | რას წერს ფრანგული გამოცემა მიქაუტაძის გუნდზე

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ახალი სეზონი ცუდად დაიწყო და 5 ტურში მხოლოდ 4 ქულა მოაგროვა. ქართველი ფეხბურთელის გუნდის პრობლემებს ფრანგულმა გამოცემამ, Daily Mercato-მ სტატია მიუძღვნა და განაცხადა, რომ „ლიონის“ წარუმატებლობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არასასურველ ფორმაში მყოფ თავდამსხმელებს უკავშირდება.

„ლიონს ბევრი მაღალი დონის შემტევი ჰყავს, მაგრამ მათი ცუდი სათამაშო ფორმა გუნდს ძვირად უჯდება. გიორგი მიქაუტაძეს სადებიუტო გოლი ჯერ არ გაუტანია და უამრავი მომენტი გააფუჭა. მათ შორის თერთმეტმეტრიანიც.

ალექსანდრ ლაკაზეტის ანგარიშზეც ნული გოლია და მარსელთან მანაც პენალტი ვერ გამოიყენა. არადა, ბოლო ორ სეზონში, 19 და 27 ბურთი შეაგდო. ლიონის ერთადერთი შემტევი, რომელმაც საკუთარი უნარები წარმოაჩინა, გიფტ ორბანია. მან სტრასბურგს დუბლი შეუსრულა და საკუთარ გუნდს შთამბეჭდავი გამარჯვება მოუტანა“, - წერს ფრანგული გამოცემა.

Daily Mercato „ლიონის“ პრობლემებზე საუბრისას კიდევ რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას: ახალწვეულები, რომლებიც ჯერჯერობით ეფექტური ვერ არიან; ტაქტიკის ცვლილება და კრეატიულობის პრობლემა ნახევარდაცვაში.

ცნობისთვის, 5 ტურის შემდეგ, „ლიონი“ სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციას იკავებს. ფრანგული კლუბი მომდევნო შეხვედრას 29 სექტემბერს გამართავს და „ტულუზას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვალენსიას მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ჰყავს“ | ესპანური გამოცემის სტატია მამარდაზე
„ვალენსიას მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ჰყავს“ | ესპანური გამოცემის სტატია მამარდაზე