ლივერპული, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ის გამორჩეულია არა მხოლოდ თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, არამედ აზროვნებითაც“ - მედია მამარდაზე

G3 Football-ი გიორგი მამარდაშვილზე წერს და მას ამომავალ ვარსკვლავს უწოდებს. გამოცემის შეფასებით, ქართველი მეკარის თამაშმა როგორც ფეხბურთის მოყვარულების, ისე ანალიტიკოსების ყურადღება მიიპყრო.

რას წერს G3 Football:

„მამარდაშვილმა, რომელიც ლა ლიგამ „ვალენსია“-„ჟირონას“ დაპირისპირების MVP-დ აღიარა, თავისი არაჩვეულებრივი ჩვევები აჩვენა, გააკეთა მნიშვნელოვანი სეივები, რამაც მას FotMob-ზე შთამბეჭდავი რეიტინგი მოუტანა“.

„ლივერპულის“ გადაწყვეტილება, რომ მამარდაშვილი იყიდა, იმაზე მეტყველებს, რომ „წითლები“ მის პოტენციალში დარწმუნებულები არიან. ეპოქაში, სადაც ელიტური მეკარეების პოვნა რთულია, მამარდაშვილის დონის მოთამაშის ყიდვამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეასრულოს „ლივერპულის“ მომავლის ჩამოყალიბებაში“.

„მამარდაშვილი გამორჩეულია არა მხოლოდ თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, არამედ აზროვნებითაც. MVP-დ დასახელების შემდეგ მან თქვა „MVP? ეს ჩემი მოვალეობაა. არ მიმაჩნია, რომ MVP მე ვიყავი, სხვა ფეხბურთელებმა ჩემზე კარგად ითამაშეს“, - ეს თავმდაბლობა და გუნდური თამაშისადმი ერთგულება დამახასიათებელია ისეთი მოთამაშისთვის, რომელსაც ფეხბურთში წარმატების დინამიკის ესმის. მისი ერთგულება „ვალენსიასადმი“, მიუხედავად იმისა, რომ მალე გადავა, მეტყველებს იმაზე, რომს ის აჩვენებს პატივისცემას კლუბისადმი, რომელმაც მისი ტალანტი გაზარდა“.

„მეკარის თავდაჯერებულობა შესაძლოა გუნდის საერთო სტრატეგიისთვის გადამწყვეტი გახდეს და გააჩინოს თავდაჯერებულობის განცდა მთელ გუნდში. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მამარდაშვილის რეპუტაციამ შესაძლოა „ლივერპულის“ თავდაცვითი შესაძლებლობები გარდაქმნას, რაც აუცილებელია მიზნების მისაღწევად“.

„მამარდაშვილის აღმასვლა ლა ლიგაში და „ლივერპულში“ მისი მომავალი ტრანსფერი მნიშვნელოვანი მოვლენაა საფეხბურთო ლანდშაფტში. მისი ოსტატობა, თავმდაბლობა და საქმისადმი ერთგულება მხოლოდ მის ტალანტს არ უსვამს ხაზს, ის „ლივერპულის“ მომავლის პოტენციური ქვაკუთხედია“.

მამარდას ტრანსფერი „წითლებს“ 35 მილიონი ევრო დაუჯდა. „ჯვაროსნების“ მეკარე 1-წლიანი იჯარის წესით „ვალენსიაში“ დარჩება, „ლივერპულს“ კი 2025 წლის ივნისში შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რამდენჯერმე საკვანძო ფიგურა იყო“ - AS მამარდაშვილზე
“რამდენჯერმე საკვანძო ფიგურა იყო“ - AS მამარდაშვილზე