ბარსელონა, მადრიდის რეალი, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ლევანდოვსკი: “რეალისგან განსხვავებით, სწრაფ და შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს ვთამაშობთ“.

ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონამ სტუმრად ვილიარეალი 5:1 გაანადგურა. მატჩის მიმდინარეობისას, ტერ შტეგენმა ტრავმა მიიღო და არის ალბათობა, რომ მისთვის სეზონი დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკიმ კომენტარი გააკეთა და გამარჯვება გერმანელ მეკარეს მიუძღვნა.

ლევანდოვსკი:

„ეს გამარჯვება მარკს ეძღვნება. გასულ სეზონთან შედარებით ჩვენი ძალიან გავიზარდეთ. ვფიქრობ, რადიკალურად განსხვავებულ ბარსელონას ხედავთ. სხვაობა რეალთან? ჩვენ მათზე 4 ქულით წინ ვართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რეალისგან განსხვავებით, სწრაფ და შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს ვთამაშობთ. ჩვენს თამაშებში ხარვეზები არ იკითხება. მიუხედავად ასეთი სხვაობისა, მოდუნების უფლება არ გვაქვს. 4-ქულიანი სხვაობა არაფრის გარანტია არ არის.“

შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გრანდმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 6-დან ექვსივე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილს 18 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.

რაც შეეხება მადრიდის რეალს, ანჩელოტის გუნდს 14 ქულა აქვს. სამეფო კლუბმა ორი მატჩი ფრედ დაასრულა და 4 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
6-მატჩიანი პაუზის შემდეგ - მილანმა ინტერს მოუგო
6-მატჩიანი პაუზის შემდეგ - მილანმა ინტერს მოუგო