მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ჟორჟ სენ-პიერი
Aa
Aa

„გენიოსია, მაგრამ ერთი ცუდი თვისება აქვს“ - ცნობილი მწვრთნელი მერაბზე საუბრობს

ცნობილმა კანადელმა მწვრთნელმა და UFC-ის ყოფილი ჩემპიონის, ჟორჟ სენ-პიერის წარმატებული კარიერის ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, ფირას ზაჰაბიმ მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და ქართველი „მანქანა“ შეაქო.

რას ამბობს ზაჰაბი:

„მერაბი გენიოსია, ძალიან ჭკვიანი მებრძოლია. მისი ყოველი შეტევა საოცარი იყო და შეტევისთვის ყოველთვის სწორ მომენტს არჩევდა. თავიდან, ტანის ზედა ნაწილში და სახეში კარგად ურტყამდა, შემდეგ კი მთელი ბრძოლის განმავლობაში მუშაობდა, რომ დარტყმები თავად არ მიეღო. ცდილობდა, ისე არ დაერტყა, რომ შემდეგ საპასუხოდ მძიმე დარტყმა მიეღო. დვალიშვილს ფაქტობრივად არც ერთი ისეთი დარტყმა არ გაუკეთებია, რომელსაც კონტრშეტევის პროვოცირება შეეძლო“.

„რაც შეეხება გამძლეობას, მერაბს ამაში ტოლი არ ჰყავს. მაგრამ მას ერთი ცუდი თვისება აქვს - ბრძოლებს ვადაზე ადრე არ ამთავრებს. ამასთან ის ახლოსაც არ არის“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის წოდება 15 სექტემბერს, UFC 306-ზე მიიღო. ქართველმა „მანქანამ“ მოქმედი ჩემპიონი, შონ ომალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუშაობის და UFC-ის სინთეზი - დვალიშვილის ცხოვრება 2020 წლამდე
მუშაობის და UFC-ის სინთეზი - დვალიშვილის ცხოვრება 2020 წლამდე