მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

მუშაობის და UFC-ის სინთეზი - დვალიშვილის ცხოვრება 2020 წლამდე

ახლა უკვე, როდესაც მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონია, არამხოლოდ ქართველმა გულშემატკივარმა, არამედ მთელმა მსოფლიომ იცის, თუ როგორი რთული გზა გამოიარა მან ქამრის მოპოვებამდე. ოქტაგონზე მიღწეული წარმატების შემდეგ, 33 წლის ქართველ მებრძოლთან უამრავი სპორტული გამოცემა წერს ინტერვიუს და ერთ-ერთ ჟურნალისტთან საუბრისას, „მანქანამ“ განვლილი წლები გაიხსენა.

რას ამბობს დვალიშვილი

UFC-ში პირველი ბრძოლა წავაგე და ყველამ კარგად იცის, მარცხის შემთხვევაში დებიუტანტებს რამდენს უხდიან - 10 ათას დოლარს. ამ ფულიდან კი საკუთარი გასამრჯელო მენეჯერსაც უნდა მისცე და ბუნებრივია, ყველაფერში არ გეყოფა.

მიუხედავად ამისა, შევძელი იმდენი, რომ ახალი ავტომობილი ვიყიდე, რადგან ძალიან ძველი მანქანა მყავდა. მეორე ბრძოლიდან ბონუსი მივიღე და მშენებლობაზე მუშაობას თავი დავანებე, მაგრამ უცბად მთელი ფული დამეხარჯა და ჩემთვის დავფიქრდი, ახლა რა გავაკეთო?

საბოლოოდ, ასეთი რამ რომ აღარ განმეორებულიყო, ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ სანამ მომდევნო ბრძოლასაც არ ჩავატარებდი, მუშაობა აღარ შემეწყვიტა, რადგან ასეთ შემთხვევაში ცუდი რეალობის წინაშე დავდგებოდი.

ცნობისათვის, დვალიშვილისთვის 2017 წელს UFC-ში დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა და საწყის ორ შეხვედრაში დამარცხდა, რის შემდეგაც საოცარი სვლა დაიწყო და 11-ბრძოლიანი მოგებათა სერია საჩემპიონო ქამრის მოპოვებით დააგვირგვინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს არაფერია, მშენებლობაზე უფრო ვრისკავდი“ - დვალიშვილი ნეაპოლში გადაღებულ ვიდეოზე
„ეს არაფერია, მშენებლობაზე უფრო ვრისკავდი“ - დვალიშვილი ნეაპოლში გადაღებულ ვიდეოზე