მერაბ დვალიშვილი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ხამზატ ჩიმაევი, ისლამ მახაჩევი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ვალდებულები არიან რუსეთი წარმოადგინონ, მაგრამ...“ - მერაბმა ისლამის განცხადებას უპასუხა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ჯეიკ შილდსთან ინტერვიუში ხაბიბ ნურმაგომედოვის, უმარ ნურმაგომედოვისა და ისლამ მახაჩევის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი იძულებულები არიან რუსეთის სახელით იასპარეზონ.

რას ამბობს „მანქანა“:

„ყველამ ვიცით, რომ ხაბიბი და ისლამი დაღესტნიდან არიან, ხამზატი ჩეჩნეთიდან, მოვსარ ევლოევი კი ინგუშეთიდან. ესენი პატარა ქვეყნები არიან. ყველა მათგანი მუსლიმია და თავიანთი კულტურა და ტრადიციები აქვთ. „კაკვასიელებს“ იმიტომ ვუწოდებთ, რომ იმ ადგილებში კავკასიონის მთებია. მაგრამ ახლა, ამ რეგიონებში ძალაუფლება რუსეთმა ჩაიგდო და ეს მებრძოლებიც იძულებულები არიან სწორედ რუსეთი წარმოადგინონ. როცა ვინმე მეუბნება, რომ უმარ ნურმაგომედოვი რუსეთიდანაა, მე ვპასუხობ - „არა! უმარი არ არის რუსეთიდან, ის დაღესტნიდანაა“. ქართველები ამ ბიჭებს მეგობრებად მივიჩნევთ. უმარი უბრალოდ რუსეთს წარმოადგენს, მაგრამ თავს რუსად არ თვლის. რა თქმა უნდა, ისლამი ამბობს, რომ მათი ტერიტორია რუსეთის ნაწილია, მაგრამ მესმის, რატომაც ამბობს ამას“.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალისთან გამარჯვების შემდეგ, როდესაც უმარ ნურმაგომედოვი მერაბს საჩხუბრად იწვევდა, ქართველმა მანქანამ განაცხადა, რომ უმარი რუსი არ იყო, რასაც ისლამ მახაჩევის პასუხი მოყვა და მერაბი გეოგრაფიის ცუდად ცოდნაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმარი ქამარს ჩაიბარებს და აღარასდროს დათმობს“ - სეხუდო არ ჩერდება
„უმარი ქამარს ჩაიბარებს და აღარასდროს დათმობს“ - სეხუდო არ ჩერდება