ლევან შენგელია, ოფი
Aa
Aa

შენგელიას ასისტი ბოლო წუთზე - ოფი წაგებას ქართველის პასით გადარჩა

საბერძნეთის სუპერლიგის მე-8 ტურში, ლევან შენგელიას „ოფი“ სტუმრად „ლევადიაკოსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 1:1 ითამაშა.

ქართველი შემტევი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და დღეს რომ თავისი გუნდი არ დამარცხდა, ამაში დიდი როლი მიუძღვის.

„ოფი“ 95-ე წუთამდე 1:0 მარცხდებოდა, თუმცა, ერთ-ერთ ბოლო შეტევაში შეძლო ანგარიშის გათანაბრება. გოლის ეპიზოდში ასისტი ლევან შენგელიას მიუძღვის, რომელმაც ბრწყინვალე გადაცემით ლამბროპულოსს გაატანინა და შედეგად, „ოფიმ“ 1 ქულა მოიპოვა.

საგულისხმოა, რომ შენგელიამ ზედიზედ მესამე შეხვედრაში შეძლო საგოლე მოქმედების შესრულება. გასულ ტურში, ქართველმა ფეხბურთელმა „არისთან“ 3:2 მოგებულ მატჩში ორი საგოლე პასი გააკეთა, წინა მატჩში კი „ვოლოსთან“ 3:1 გამარჯვებაში თავისი წვლილი გოლით შეიტანა. საერთო ჯამში, შენგელიამ მიმდინარე სეზონში „ოფის“ მაისურით მე-3 შეხვედრა ჩაატარა და თავი 1 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

5 ტურის შემდეგ, „ოფი“ სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას შენგელიას ყოფილ გუნდ „პანეტოლიკოსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები