ტრინიტი როდმანი, დენის როდმანი
Aa
Aa

მოედნიდან ეტლით გაიყვანეს - როდმანის შვილის ტრავმა

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის დენის როდმანის შვილი შეერთებულ შტატებში ცნობილი ფეხბურთელია. 22 წლის ტრინიტი როდმანი „ვაშინგტონ სპირიტის“ ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა „კანზას სიტისთან“ გამართული მატჩი მისთვის უიღბლოდ დასრულდა. 75-ე წუთზე, მეტოქე გუნდის ფეხბურთელ ტემვო ჩავინგასთან შეჯახების შედეგად ის იმდენად სერიოზულად დაშავდა, რომ მოედნის ინვალიდის ეტლით დატოვება მოუწია. კლუბის მთავარი მწვრთნელის, ჯონათან ჰირალდესის განცხადებით, როდმანს სერიოზული სპაზმური ტკივილები აქვს და რამდენ ხანს გასტანს მისი სარეაბილიტაციო პროცესი, დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

თამაშს ბუნებრივია ესწრებოდა ამერიკული კალათბურთის ლეგენდა და როგორცკი მისი შვილი სტადიონიდან გაიყვანეს, მაშინვე მასთან ჩავიდა. ამერიკული მედიის ცნობით, როდმანი ქალიშვილის საფეხბურთო მატჩებს პრაქტიკულად არ ტოვებს და მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.

ლეგენდარული დენის როდმანი NBA-ს ჩემპიონი 1989 და 1993 წლებში „დეტროიტ პისტონსში“ ასპარეზობისას გახდა, ხოლო კიდევ სამი საჩემპიონო ბეჭედი 1996-1998 წლებში „ჩიკაგო ბულსის“ შემადგენლობაში მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთ დღეს ჩემი ქალიშვილის წინააღმდეგ ითამაშებ
„ერთ დღეს ჩემი ქალიშვილის წინააღმდეგ ითამაშებ" - როდმანის ვიდეომიმართვა სპალის ფეხბურთელს