სერხიო რომერო
Aa
Aa

ინციდენტი ბოკა-რივერის შემდეგ - რომერომ მოიბოიდიშა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი დერბის, „ბოკა“ – “რივერის“ გუშინდელი მატჩი ინციდენტების გარეშე არ დასრულებულა. „მილიონარიოსთან“ (0:1) საყვარელი გუნდის მარცხით გაბრაზებული „ხუნიორსის“ ფანები „ლა ბომბონერას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გუნდის მეკარე სერხიო რომეროს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც კინაღამ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ვეტერანი მეკარე თავდაპირველად მისი მისამართით გამოთქმულ უცენზურო სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა ქომაგმა მკერდში ხელი ჩაარტყა, გოლკიპერმა ვეღარ მოითმინა და მას ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ფიზიკური შეხლა-შემოხლა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და განრისხებული რომერო იქაურობას მისმა დუბლიორმა მეკარემ ლეანდრო ბრეიამ გაარიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას რამდენიმე ათეული ქომაგი სერიოზულ ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებდა. ინციდენტის დასრულების შემდეგ არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა საჯაროდ მოიბოდიშა და აღნიშნა, რომ ქომაგებს მისი გაკრიტიკების უფლება, თავად კი თმენის ვალდებულება აქვს, რის გამოც ყველანაირად უნდა ეცადა, რომ თავი შეეკავებინა.

37 წლის სერხიო რომერომ კარიერის საუკეთესო წლები „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა. 2015-2021 წლებში „წითელ ეშმაკებში“ ასპარეზობისას მან ინგლისის ასოციაციის თასი, ქვეყნის სუპერ თასი, ინგლისის ლიგის თასი და ევროპა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერხიო რომერო კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს
სერხიო რომერო კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს