ადრიენ რაბიო
Aa
Aa

„ჯოჯოხეთი გელის“ - რაბიომ პსჟ-ს ფანები გადაიმტერა

რამდენიმე კვირის წინ „მარსელში“ გადასულ ადრიენ რაბიოს ურთულესი პერიოდის გადატანა მოუწევს, „ოლიმპიკის“ ბაზასთან მისულს მას „პარი სენ-ჟერმენის“ 500-მდე გულშემატკივარი დახვდა, სიტყვიერი შერაცხყოფის ატანა მოუწია და რომ არა დაცვის თანამშრომლების დროული ჩარევა, შესაძლოა ფიზიკურადაც გასწორებოდნენ. 29 წლის ფრანგი ნახევარმცველი „სენ-ჟერმენის“ აკადემიის აღზრდილია და თუ რამდენად მტრული დამოკიდებულება აქვთ პარიზულ და მარსელურ გრანდებს, ამის შესახებ ფეხბურთის გულშემატკივრებს არაფრის შეხსენება არ სჭირდებათ.

2012 წლიდან 2019 წლამდე რაბიო სწორედ პსჟ-ს ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც კარიერა „იუვენტუსში“ განაგრძო, ხოლო მისი ბოლო გადაწყვეტილება კარიერის „მარსელში“ გაგრძელება გახლდათ, რომელსაც რობერტო დე ძერბი ამზადებს. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ფრანგი ნახევარმცველი მათ დახმარებას დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან დიდი ხანია არ უთამაშია და გარდა ამისა, მის ტაქტიკურ სქემებთან შესაგუებლად გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ სამ კვირაზე ოდნავ მეტ დროში, 27 ოქტომბერს, „ოლიმპიკს“ ყველაზე პრინციპულ მეტოქე „პარი სენ-ჟერმენთან“ სათამაშოდ „პარკ დე პრენსზე“ უწევს ჩასვლა და ორმაგად საინტერესო იქნება, თუ „ოლიმპიკის“ შემადგენლობაში რაბიოს დებიუტი თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მატჩში შედგება. პარიზელმა ფანებმა კი სოციალურ ქსელში უკვე დაიწყეს ფეხბურთელის წინააღმდეგობრივი კამპანია და მას ნამდვილი ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შამათი! ილაპარაკე ახლა!“ - იამალმა რაბიოს უპასუხა
„შამათი! ილაპარაკე ახლა!“ - იამალმა რაბიოს უპასუხა