გიორგი არაბიძე
Aa
Aa

ბრწყინვალე დაფარული პასი - არაბიძის საუკეთესო მომენტები K ლიგაში

სამხრეთ კორეის K ლიგის 31-ე ტურში „ინჩონისთან’’ გასვლით მატჩში „ულსანის’’ სასტარტოში გიორგი არაბიძემ შეუცვლელად ითამაშა. შეხვედრა 0:0 დასრულდა. 

პირველი ტაიმის მიწურულს არაბიძე მეტოქის საჯარიმოში წააქციეს, თავდაპირველად არბიტრმა პენალტი დანიშნა, თუმცა ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა, შემდეგ არბიტრი მომენტის სანახავად მივიდა და საბოლოოდ არ დანიშნა. საკამათო მომენტი იყო, მეტოქე ბურთზე თამაშობდა, თუმცა ამავდროულად თამაშის წესს არღვევდა, რადგან ქართველ შემტევს უბიძგა და წააქცია.

არაბიძეს იდეალურად არ უთამაშია, შეცდომები ჰქონდა, თუმცა შეტევაში ვითარება რამდენჯერმე კარგად გაამწვავა. ასევე უნდა ითქვას, რომ გუნდურად თამაშობდა და თანაგუნდელებს ხშირად აძლევდა პასებს, ეგოისტური ქმედებები არ ახასიათებდა. მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე, ბრწყინვალე დაფარული პასით თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა მან ეს შანსი ვერ გამოიყენა.

 

26 წლის ქართველმა შემტევმა მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშა, კორეის ჩემპიონატში მე-4 მატჩი ჩაატარა (3 სასტარტოში) და მის აქტივში 2 გოლია, დუბლი „პოჰანგთან’’ შეასრულა.

ამ მატჩის შემდეგ „ულსან ჰიუნდაი'' 55 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფს 2 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები