თანამდებობა დატოვა - რომას აღმასრულებელ დირექტორს სიკვდილით ემუქრებიან
როგორც მოგეხსენებათ, დანიელე დე როსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ივან იურიჩი დანიშნეს.
ამ ფაქტს, ჯალოროსის გულშემატკივრები უარყოფითად შეხვდნენ და მასშტაბური პროტესტი მოაწყვეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, რომას აღმასრულებელ დირექტორს, ლინა სულუკუს სიკვდილის მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდნენ.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ლინამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რომაული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
Nota del Club
— AS Roma (@OfficialASRoma) September 22, 2024
???? https://t.co/poQXIS1iLR#ASRoma pic.twitter.com/J4IYqNBfbX
ამის პარალელურად, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო გვამცნობს, რომ მუქარის შემცველი შეტყობინებები იმდენად გახშირდა, რომ ლინა სულუკუ გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება. დაცვის ქვეშ ასევე მისი შვილებიც იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ჯალოროსიმ სეზონი ცუდად დაიწყო და 4 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე აღმოჩნდა. 4 მატჩიდან რომამ 1 წააგო და 3 ფრედ დაასრულა.
ივან იურიჩის დანიშვნის შემდეგ, გუნდში არეულობა დაიწყო. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, რომას ხელმძღვანელებს გამოცდილი ფეხბურთელები პელეგრინი და მანჩინი შეხვდნენ. მათი მოთხოვნა დე როსის თანამდებობაზე დაბრუნება იყო.