პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

პეპი: “ზოგს სურს, რომ მანჩესტერ სიტი დედამიწიდან გაქრეს“

მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლიდან გამომდინარე, თამაშების რაოდენობა გაიზარდა. ფეხბურთელებს გაცილებით მეტი დატვირთვა ექნება, რასაც ბევრი ეწინააღმდეგება.

ერთ-ერთი მათგანი პეპ გუარდიოლაა, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ღიად დაუპირისპირდა და განაცხადა:

პეპი:

„სეზონის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ცუდად ვთამაშობთ, ან ისეთ დონეზე არ ვართ. ჩვენს თამაშებზე უთქვამთ, რომ ეს სირცხვილი და კატასტროფაა. მე კი გეტყვით, რომ ჩემი ფეხბურთელები უნდა დავიცვა.

ამდენი თამაში წარმოუდგენელია. ყველა ელოდება, რომ დონეს არ დავწევთ, მაგრამ ზოგს სურს მანჩესტერ სიტი დედამიწიდან გაქრეს. ეს მოტივაციას გვაძლევს და სწორედ ამიტომ ვიგებთ ამდენ თამაშს.“

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს. ქალაქელებმა 4 მატჩიდან ოთხივე მოიგეს. გუარდიოლას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ინტერს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასტელო ლუკება - ფრანგი ტალანტი რეალის რადარზე
კასტელო ლუკება - ფრანგი ტალანტი რეალის რადარზე