მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ანჩელოტი: “ბელინგემს მხარი ისევ აწუხებს“

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა ესპანიოლს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას, ჯუდ ბელინგემმა მხარი იტკინა.

ცნობილია, რომ ინგლისელ ნახევარმცველს მხარზე დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა პრობლემები, რის გამოც მიმდინარე სეზონში რამდენიმე მატჩი გამოტოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჯუდის სიტუაციაზე ისაუბრა.

ანჩელოტი:

„ბელინგემი ყოველთვის მხრის დამცავით თამაშობდა, მაგრამ ერთი თვის წინ მოიხსნა, რადგან არაფერი აღარ აწუხებდა. დღეს კი ისევ შეექმნა პრობლემა.

ჯუდმა ესპანიოლთან კარგად ითამაშა. მას დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი რა სირთულის პრობლემასთან გვაქვს საქმე. ვნახოთ, როგორ იგრძნობს თავს. ჩემი აზრით, არაფერი გართულდება, თუმცა მან საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს.“

შეგახსენებთ, რომ 6 ტურის შემდეგ, მადრიდულ გრანდს 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, სამეფო კლუბი ალავესს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 24 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბეილი: “სრულყოფილი ფეხბურთელი? რა თქმა უნდა, რონალდუ“
ბეილი: “სრულყოფილი ფეხბურთელი? რა თქმა უნდა, რონალდუ“