მადრიდის რეალი, ლაიპციგი, კასტელო ლუკება
Aa
Aa

კასტელო ლუკება - ფრანგი ტალანტი რეალის რადარზე

მადრიდის რეალს, რომ დაცვაში პრობლემები აქვს, ეს ახალი არავისთვის არის. სამეფო კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტალანტი ლენი იოროს გადაბირება სურდა, მაგრამ ის მანჩესტერ იუნაიტედმა წაიყვანა.

ბლანკოსი ხესუს ვალეხოს არ ენდობა და რეალურად ახლა ანჩელოტის გუნდი 2 ცენტრალური მცველით თამაშობს. საუბარი ანტონიო რუდიგერზე და ედერ მილიტაოზეა. არავინ იცის როდის დაბრუნდება დავიდ ალაბა. აქედან გამომდინარე, რეალი ახალი მცველის ძიებაშია.

ესპანური MARCA-ს ინფორმაციით, ლა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა თვალი ლაიპციგის უკანახაზელს, კასტელო ლუკებას დაადგა.

21 წლის ცენტრალური მცველის ძლიერი ფეხი მარცხენა გახლავთ, რაც ცენტრალურ მცველებს შორის საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. მადრიდული გრანდი მას აქტიურად აკვირდება და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მის შეძენას შეეცდება.

ლუკებას სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს. ის ლაიპციგში მეორე სეზონს ატარებს და თავი დიდებულად წარმოაჩინა.

ამის პარალელურად, 21 წლის მცველი ოლიმპიადაზე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად თამაშობდა და ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო. მეტიც, კასტელოს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. რეალის სკაუტები თვლიან, რომ ლუკებას ყველა ის თვისება აქვს, რაც სამეფო კლუბის ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს.

ცნობისთვის, კასტელო ლუკებამ ლაიპციგის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 68-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა. ფრანგი უკანახაზელი ლიონის აღზრდილი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: შეტევასა და ნახევარდაცვას შორის არსებული უფსკრული უნდა შევამციროთ
ანჩელოტი: შეტევასა და ნახევარდაცვას შორის არსებული უფსკრული უნდა შევამციროთ