თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, ბასკეტ ნაპოლი
Aa
Aa

მატჩის MVP გახდა - შენგელიამ ვირტუს ბოლონია ფინალში გაიყვანა

იტალიის კალათბურთში სუპერ თასის შეხვედრები მიმდინარეობს. ვირტუს ბოლონია ნახევარფინალში ნაპოლის დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 96:87 დაამარცხა.

ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი თორნიკე შენგელია იყო. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა პარკეტზე 29 წუთი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში 21 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ეს შედეგი კი ვირტუს ბოლონიაში საუკეთესო იყო. შენგელია მატჩის MVP გახდა.

ყველაზე მეტი ქულა ნაპოლის კალათბურთელმა, ამერიკელმა კოუპლანდმა დააგროვა.(30 ქულა).

იტალიის სუპერ თასის ფინალში ვირტუს ბოლონია ვენეციას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 22 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ აირჩიეს - შენგელიამ პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნა
ზედიზედ მეორედ აირჩიეს - შენგელიამ პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნა