“სივრცე და ტემპი წაართვეს“ - უცხოური მედია ხვიჩას თამაშს აფასებს
სერი ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. იუვენტუსმა ნაპოლის უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ხვიჩა კვარაცხელიას არც ისე კარგი მატჩი ჰქონდა და ანტონიო კონტემ 72-ე წუთზე შეცვალა. მატჩის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა გამოცემებმა ქართველის თამაში შეაფასეს.
Sportmediaset:
„ხვიჩას ტიაგო მოტამ სავონა დაუყენა და ამით სივრცე და ტემპი წაართვა. ბევრს ცდილობდა, მაგრამ ვერაფერი შექმნა. კვარაცხელიას ლუკაკუსთან და მაკტომინაისთან შეთამაშება სჭირდება.“
Eurosport:
„ხვიჩა კვარაცხელია აფეთქებისთვის მზად იყო, მაგრამ განიმუხტა. მისი მცდელობები იუვენტუსის დაცვის კედელს ეჯახებოდა.“
TuttoNapoli:
„მთელი მატჩის განმავლობაში სივრცეებს ეძებდა, მაგრამ ვერ იპოვა. კარიდან შორს იმყოფებოდა და გააკონტროლეს. შემდეგ ის კონტემ შეცვალა.“
ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ნაპოლი მესამე ადგილზე დაქვეითდა, ხოლო იუვენტუსი მეოთხეზე. პარტენოპეის 10 ქულა აქვს, ბებერ ქალბატონს 9.
შეგახსენებთ, 29 სექტემბერს ნაპოლი მონცას უმასპინძლებს, იუვენტუსი კი 28-ში ჯენოას ესტუმრება.