დემეტრაძის ბრწყინვალე გოლი - მილანის ლეგენდებმა პენალტების სერიაში მოიგო
თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით „მიხეილ მესხის“ სტადიონზე საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა. „მილანის'' ლეგენდებისა და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელების შეხვედრა 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში „მილანის'' ლეგენდებმა გაიმარჯვეს.
ამ მატჩიდან ყველაზე მეტად გიორგი დემეტრაძის გოლია გამოსარჩევი, რომელიც მან შესანიშნავი მოქმედების შემდეგ დიდას გაუტანა.
მატჩის შემდეგ მედიასთან შოთა არველაძემ, კახა კალაძემ, კახა ცხადაძემ, ზურაბ ხიზანიშვილმა და თემურ ქეცბაიამ ისაუბრეს.
მატჩის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალში კიდევ გაიმართება.