ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ჟირონა
Aa
Aa

“რამდენჯერმე საკვანძო ფიგურა იყო“ - AS მამარდაშვილზე

ლა ლიგის მორიგ ტურში ვალენსიამ ჟირონას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანურმა გამოცემა AS-მა გიორგი მამარდაშვილზე დაწერა.

AS:

„მამარდაშვილის კარგი თამაში, რომელმაც ამ სეზონში კარი მშრალად პირველად შეინახა. ის რამდენჯერმე საკვანძო ფიგურა იყო და თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან გადაარჩინა. დღეს, ვალენსიას მეკარეს ჩვეულებრივზე ნაკლები სამუშაო ჰქონდა.“

შეგახსენებთ, რომ ღამურებმა მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგეს. რაც შეეხება მამარდაშვილს, ჯვაროსნების ვარსკვლავმა კარი მშრალად პირველად შეინახა.

6 ტურის შემდეგ, ბარახას გუნდს 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონაში, მე-18 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ღამურები ოსასუნას უმასპინძლებენ. აღნიშნული დაპირისპირება 24 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი მოგება და პირველი მშრალი მატჩი - ვალენსიამ ჟირონა დაამარცხა
პირველი მოგება და პირველი მშრალი მატჩი - ვალენსიამ ჟირონა დაამარცხა