გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„MVP? ეს ჩემი მოვალეობაა“ | მამარდაშვილი ჟირონასთან მატჩზე

გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც ლა ლიგამ „ვალენსია“-„ჟირონას“ დაპირისპირების MVP-დ აღიარეს, მატჩის შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

მამარდას თქმით, ლა ლიგაში ცუდი სტარტის შემდეგ მნიშვნელოვანი იყო, „ვალენსიას“ 3 ქულა მოეპოვებინა.

რა თქვა მამარდამ:

ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვითამაშეთ. მეტი მოთმინება გვმართებს, წინ კიდევ ბევრი თამაშია. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მართალია, რომ ძალიან ცუდად დავიწყეთ, ამიტომ მოგება მნიშვნელოვანი იყო, ასე უნდა გავაგრძელოთ.

„მესტალია“ ძალიან გვეხმარება, შინ როცა ვთამაშობთ, სულ სხვა გუნდი ვართ. ახლა უნდა ვეცადოთ, ასე გასვლაზეც ვითამაშოთ. უახლოეს დღეებში უნდა აღვიდგინოთ ძალები და „ოსასუნასთან“ მატჩზე ვიფიქროთ.

ვიცოდით, რომ ჟირონა პსჟ-სთან დამარცხდა და რთული თამაში გველოდებოდა. დღეს ამ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ, მათ შორის დაცვაშიც, რაც კარის მშრალად შენახვაში დაგვეხმარა.

MVP? ეს ჩემი მოვალეობაა. არ მიმაჩნია, რომ MVP მე ვიყავი, სხვა ფეხბურთელებმა ჩემზე კარგად ითამაშეს.

მამარდაშვილის „ვალენსიამ“ შინ „ჟირონას“ 2:0 მოუგო და ლა ლიგაში პირველი 3 ქულა მოიპოვა. ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში პირველი „მშრალი“ მატჩი ჩაატარა და მატჩის MVP-დ დასახელდა.

6 ტურის შემდეგ „ვალენსიას“ 4 ქულა აქვს და ამ დროისთვის მამარდას გუნდი სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს „ღამურები“ 24 სექტემბერს „ოსასუნას“ წინააღმდეგ გამართავენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რამდენჯერმე საკვანძო ფიგურა იყო“ - AS მამარდაშვილზე
“რამდენჯერმე საკვანძო ფიგურა იყო“ - AS მამარდაშვილზე