იუვენტუსი, ნაპოლი, რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

იტალიელი ჟურნალისტი: “კვარას და ლუკაკუს უფერული საღამო ჰქონდათ“

სერი ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. იუვენტუსმა ნაპოლის უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ხვიჩა კვარაცხელიას არც ისე კარგი მატჩი ჰქონდა და ანტონიო კონტემ 72-ე წუთზე შეცვალა. მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიელმა ჟურნალისტმა ენრიკო ვარიალემ სოციალურ ქსელში დაწერა:

„იუვენტუსს ბურთის ფლობა მეტი ჰქონდა, მაგრამ მომენტების რაოდენობით ნაპოლიმ აჯობა. 0:0 სამართლიანი იყო, მაგრამ აუდიტორიას იმედი გაუცრუვდა. კონტეს გუნდმა ხასიათი გამოავლინა. კვარას და ლუკაკუს უფერული საღამო ჰქონდათ. ნაპოლი დაცვაში კარგად გამოიყურებოდა, მაკტომინაის კი შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა.“

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ნაპოლი მესამე ადგილზე დაქვეითდა, ხოლო იუვენტუსი მეოთხეზე. პარტენოპეის 10 ქულა აქვს, ბებერ ქალბატონს 9.

შეგახსენებთ, 29 სექტემბერს ნაპოლი მონცას უმასპინძლებს, იუვენტუსი კი 28-ში ჯენოას ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წიტაიშვილის გრანადა უმწვრთნელოდ დარჩა
წიტაიშვილის გრანადა უმწვრთნელოდ დარჩა