პირველი მოგება და პირველი მშრალი მატჩი - ვალენსიამ ჟირონა დაამარცხა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგაში პირველი 3 ქულა მოიპოვა, ქართველმა მეკარემ კი მიმდინარე სეზონში პირველი „მშრალი“ მატჩი ჩაატარა.
„ღამურებმა“ „მესტალიაზე“ „ჟირონა“ მიიღეს და 2:0 გაიმარჯვეს. 56-ე წუთზე ხუანპემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, ორ წუთში კი დანი გომესმა კატალონიელები მეორედ დაამწუხრა.
რაც შეეხება მამარდაშვილს, მან Sofascore-ისგან „ვალენსიას“ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალი, 7,3-იანი შეფასება დაიმსახურა. მამარდამ 3 „სეივი“ შეასრულა, ორჯერ უშეცდომოდ გამოვიდა კარიდან (100%), 24-ჯერ შეეხო ბურთს, 17-დან 9 ზუსტი პასი გააკეთა (53%) და 10-დან ორჯერ ზუსტი გრძელი პასი მისცა. ლა ლიგამ მამარდა მატჩის MVP-დ დაასახელა.
მატჩის მიმოხილვა და მამარდას გამორჩეული მომენტები:
6 ტურის შემდეგ „ვალენსიას“ 4 ქულა აქვს და ამ დროისთვის მამარდას გუნდი სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს „ღამურები“ 24 სექტემბერს „ოსასუნას“ წინააღმდეგ გამართავენ.