იუვენტუსი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ფრე ტურინში - იუვენტუსმა და ნაპოლიმ ქულები გაიყვეს

სერი ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. იუვენტუსმა ნაპოლის უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

მთელი შეხვედრის განმავლობაში თამაშის ტემპი საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ ბევრი მომენტი არ იქმნებოდა.

რაც შეეხება ხვიჩას, ის პირველ ნახევარში ბევრს ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მეორე ტაიმში კი ვეღარ აქტიურობდა და ანტონიო კონტემ ქართველი ფეხბურთელი 72-ე წუთზე შეცვალა.

ანტონიო კონტეს ვერც ცვლილებაზე გამოსულმა ფეხბურთელებმა გაუმართლეს და გოლი ვერ გაიტანეს. საბოლოოდ, როგორც უკვე მოგახსენეთ, 0:0.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ნაპოლი მესამე ადგილზე დაქვეითდა, ხოლო იუვენტუსი მეოთხეზე. პარტენოპეის 10 ქულა აქვს, ბებერ ქალბატონს 9.

შეგახსენებთ, 29 სექტემბერს ნაპოლი მონცას უმასპინძლებს, იუვენტუსი კი 28-ში ჯენოას ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქრიაშვილი კარიერას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს
ოქრიაშვილი კარიერას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს