თორნიკე ოქრიაშვილი
Aa
Aa

ოქრიაშვილი კარიერას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს

თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, „ტფა დუბაიში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს 32 წლის ოქრიაშვილი თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, საიდანაც რამდენიმე თვის წინ წავიდა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.

სხვადასხვა დროს ოქრიაშვილი დონეცკის „შახტარში“, ბელგიურ „გენკში“, თურქულ „ესკიშეჰირსპორში“, რუსულ „კრასნოდარში“, კვიპროსულ „ანორთოსისსა“ და „აპოელში“, სამშობლოში კი „გაგრას“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა.

საქართველოს ნაკრებში ოქრიაშვილს 50 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წიტაიშვილის გრანადა უმწვრთნელოდ დარჩა
წიტაიშვილის გრანადა უმწვრთნელოდ დარჩა