კრიშტიანუ რონალდუ, მადრიდის რეალი, ლიონელ მესი, გარეთ ბეილი
Aa
Aa

ბეილი: “სრულყოფილი ფეხბურთელი? რა თქმა უნდა, რონალდუ“

როგორც მოგეხსენებათ, გარეთ ბეილმა კარიერა ნაადრევად დაასრულა და ახლა გოლფის თამაშით ერთობა.

უელსელი ყოფილი ფეხბურთელი მედიასთან იშვიათად ჩნდება და დღეს ერთ-ერთი გამონაკლისი დაუშვა. ჟურნალისტებმა მას მესისა და რონალდუს შორის საუკეთესოზე ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა:

ბეილი:

„პირადად მე რონალდუს ვიტყოდი. მას მთელი არსენალი აქვს. ის ფიზიკურად და მენტალურად ძლიერია. დღემდე სწრაფია და ბურთს, როგორც ორივე ფეხით, ისე თავით იდეალურად ურტყამს. ცხადია, მესიზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ თუ საქმე სრულყოფილ ფეხბურთელთან გვაქვს, ეს კრიშტიანუ რონალდუა.“

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი მადრიდის რეალში კრიშტიანუს თანაგუნდელი იყო. უელსელი ყოფილი ფეხბურთელი სამეფო კლუბს 2013 წელს შეუერთდა და ბლანკოსში 2022 წლამდე დარჩა. ამ პერიოდის განმავლობაში მადრიდული გრანდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 258-ჯერ მოირგო, 106 გოლი გაიტანა და 67 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბეილმა კარიერა 2023 წელს ლოს ანჯელესში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: შეტევასა და ნახევარდაცვას შორის არსებული უფსკრული უნდა შევამციროთ
ანჩელოტი: შეტევასა და ნახევარდაცვას შორის არსებული უფსკრული უნდა შევამციროთ