გიორგი ჩაკვეტაძე, ნორვიჩი, უოტფორდი
Aa
Aa

კარგი თამაში დაუფასდა - ჩაკვემ უოტფორდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო

ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში უოტფორდი ნორვიჩს დაუპირისპირდა და 1:4 განადგურდა. როგორც ყოველთვის, გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მინდორზე 90 წუთი დაყო.

1:4 მარცხის მიუხედავად, ქართველ ფეხბურთელს კარგი მატჩი ჰქონდა და არაერთი მომენტი ჰქონდა. მეტიც, მას კუთხურიდან გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მისი ჩაწოდება ძელს მოხვდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა უოტფორდის ფეხბურთელები შეაფასა. აღსანიშნავია, რომ ქლევერლის გუნდის მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება ჩაკვემ დაიმსახურა. ჯვაროსნების ვარსკვლავს 7.2 შეფასება ერგო.

ცნობისთვის, 6 ტურის შემდეგ „უოტფორდს“ 10 ქულა აქვს და ჯერჯერობით მე-5 ადგილზე იმყოფება, თუმცა ტურის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ უფრო ქვემოთ ჩამოიწევენ. მე-7 ტურში ჩაკვე და კომპანია 28 სექტემბერს „სანდერლენდს“ უმასპინძლებს. იქამდე კი 24-ში თასზე „მანჩესტერ სიტის“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილს ალისონის სკამზე დასმაც შეუძლია“ - ინტერვიუ ოთარ გაბელიასთან
„მამარდაშვილს ალისონის სკამზე დასმაც შეუძლია“ - ინტერვიუ ოთარ გაბელიასთან