გრანადა, გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

წიტაიშვილის გრანადა უმწვრთნელოდ დარჩა

ლა ლიგა 2-ში მოასპარეზე „გრანადა“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი წიტაიშვილი იცავს, უმწვრთნელოდ დარჩა. როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, „გრანადამ“ გილიერმო აბასკალთან კონტრაქტი გაწყვიტა და ის კლუბს აღარ გაწვრთნის.

აბასკალი „გრანადაში“ მიმდინარე წლის ზაფხულში მივიდა და მხოლოდ 6 ოფიციალური მატჩის ჩატარება მოასწრო. მანამდე აბასკალს იტალიურ „ასკოლიში“, ბერძნულ „ვოლოსში“, შვეიცარიულ „ბაზელში“ და მოსკოვის „სპარტაკში“ უმუშავია.

ვინ ჩაიბარებს „გრანადას“ აბასკალის წასვლის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.

6 ტურის შემდეგ „გრანადა“ 6 ქულით ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს წიტაიშვილის გუნდი 29 სექტემბერს, სტუმრად, „ბურგოსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრანადას თავკაცი: „გიორგი წიტაიშვილი სათამაშოდ მზადაა“
გრანადას თავკაცი: „გიორგი წიტაიშვილი სათამაშოდ მზადაა“