გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„სავარაუდოდ თადარიგში დარჩება“ – „მარსელთან“ მატჩამდე მიქაუტაძე ახსენეს

საფრანგეთის ლიგა 1-ის V ტურის ცენტრალური შეხვედრა ხვალ, „გრუპამა სთედიუმზე“ გაიმართება, სადაც „ლიონსა“ და „მარსელს“ შორის ეგრეთწოდებული ოლიმპიკების დერბი უნდა შედგეს. გიორგი მიქაუტაძისგან და მისი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, „ველოდრომის“ ბინადრებმა სეზონი წარმატებულად დაიწყეს და ოთხ ტურში დაგროვებული 10 ქულით წინ ჯერჯერობით წაუგებლად მიიწევენ. ლიონელებმა კი საწყის ორ ტურში „მონაკოსთან“ და „რენთან“ განცდილი მარცხების შემდეგ, ჯერ „სტრაბურგის“ დამარცხებით, ხოლო შემდეგ „ლანსთან“ აღებული ქულით სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გამოისწორეს.

სამწუხაროდ, სტრასბურგელებთან შეხვედრაში კლუბს გამარჯვება მიქაუტაძის ნაცვლად ცვლილებაზე შესულმა ახალგაზრდა ნიგერიელმა ფორვარდმა გიფტს ორბანმა მოუტანა, რის გამოც წინა მატჩში გიორგი თადარიგში დარჩა. წამყვანი ფრანგული გამოცემები ვარაუდობენ, რომ 23 წლის ქართველი თავდამსხმელი ამჯერადაც სათადარიგოებს შორის იქნება.

რას წერენ მიქაუტაძეზე

მართალია გიფტს ორბანმა წინა ტურში „ლანსთან“ შეხვედრაში მოედანი უგოლოდ დატოვა, მაგრამ საკმაოდ აქტიური იყო, ორჯერ გაიტანა კიდეც, მაგრამ ორივე შემთხვევაში საქმეში ვიდეორეფერი ჩაერია და გოლები გაუუქმა. აქედან გამომდინარე გვაქვს იმის საფუძველი, რომ მიქაუტაძის ისევ თადარიგში დარჩენა ვივარაუდოთ.

რაც შეეხება „ლიონს“, უამრავი შემთხვევა ყოფილა, როდესაც კლუბს საწყის ოთხ ტურში მხოლოდ ოთხი ქულა აუღია და საბოლოოდ ევროტურნირების საგზური მოუპოვებია. საგოლე მომენტების გამოყენებაც არის ამ გუნდის აქილევსის ქუსლი, მაგრამ მთავარი პრობლემა სუსტი დაცვაა, რადგან ბოლო 7 შეხვედრაში პიერ საჟის კრებულმა 15 ბურთი გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ – „მარსელის“ შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით, 22:45 წუთზე დაიწყება. შარშანდელი სეზონის მეორე წრეში ზღვისპირელები იმ იშვიათ გუნდთან კატეგორიაში იყვნენ, რომელსაც მიქაუტაძემ „მეცში“ თამაშისას გოლი ვერ გაუტანა - 10 თებერვალს „ველოდრომზე“ „მარსელი“ – „მეცის“ თამაში 1:1 დასრულდა, ხოლო ქართველი ფორვარდი 75-ე წუთზე შეცვალეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლიონის დილემა: ორბანი თუ მიქაუტაძე“ – Daily Mercato
„ლიონის დილემა: ორბანი თუ მიქაუტაძე“ – Daily Mercato