თემურ ქეცბაია, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, კლარენს ზეედორფი, რიკარდო კაკა, იბრაჰიმ ბა
Aa
Aa

საქართველო - Milan Glorie - პრეს კონფერენცია მატჩის დაწყებამდე

თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დღეს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართება. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების სხვადასხვა თაობის გამორჩეული წარმომადგენლები „მილანის“ ლეგენდებს მიიღებენ. ფეხბურთელებს, რომელთაც კახა კალაძესთან ერთად 2000-იანი წლების როსონერის ისტორია დაწერეს, ხუთი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის სამი ფინალი ითამაშეს და ორჯერ გამარჯვებულები გახდნენ. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, სასტუმრო Swissotel-ში მატჩის მონაწილე ფეხბურთელების პრეს კონფერენცია გაიმართა.

კახა კალაძე

ემოციური წლების შემდეგ, ჩემს თანაგუნდელებან კვლავ შეხვედრა და მათთან მოედნის გაზიარება, იმედი მაქვს სანახაობრივ და საინტერესო მატჩს ვიხილავთ.

ლევან კობიაშვილი

მინდა მივესალმო ჩვენს მილანელ სტუმრებს, მათ საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ. დღეს სტადიონზე საფეხბურთო ზეიმი იქნება და მინდა ქომაგებმა ამით განსაკუთრებულად ისიამოვნონ.

თემურ ქეცბაია

მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მიხარია, რომ საქართველოში ნამდვილი საფეხბურთო ბუმია. მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ვიქნები, ჩემი ფეხბურთელები მზად არიან და შევეცდებით გულშემატკივარს დადებითი ემოციები მივანიჭოთ.

რიკარდო კაკა

პირველად ვარ საქართველოში და აქაურობა ძალიან მომწონს. ვიცი, რომ აქ ბევრი გულშემატკივარი გვყავს და მინდა მათ დღეს კარგი თამაში ვაჩვენოთ.

კლარენს ზეედორფი

კალაძე და ჩვენი მაშინდელი გუნდი ნამდვილი დიდი ოჯახი გახლდათ. ემოციურია კვლავ მათთან შეხვედრა. საქართველოში აქამდეც ვყოფილვარ და მახარებს მაშინდელთან შედარებით ქართული ფეხბურთისა და ეროვნული ნაკრების პროგრესი.

იბრაჰიმ ბა

„მილანი“ ვართ და შესაბამისად მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მოედანზე დღესაც მოსაგებად გავალთ და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი კარგ მატჩს იხილავს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. თამაშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე კი სტადიონზე გულშემატკივარს საქართველოს პარალიმპიელები მიესალმებიან, რომელთაც პარიზში გამართულ თამაშებზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზეედორფის და დიდას მიმართვა ქართველებს - 21 სექტემბერს ვარსკვლავების მატჩია
ზეედორფის და დიდას მიმართვა ქართველებს - 21 სექტემბერს ვარსკვლავების მატჩია