გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

უოტფორდის სასტარტო 11-ეულშია - ჩაკვეტაძე დაბრუნდა

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-6 ტურში „უოტფორდი“ სტუმრად „ნორვიჩს“ დაუპირისპირდება. სასიხარულოა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე მწყობრშია და მატჩს სასტარტოდანაც დაიწყებს.

ბოლო ინფორმაციით, ჩაკვე კარგად იყო და სამატჩო განაცხადში იმყოფებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ათიანი სასტარტოშია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას უკვე არანაირი დაზიანება აღარ აღენიშნება.

წინა ტურში ჩაკვეტაძემ „ქოვენთრის“ წინააღმდეგ საგოლე პასი გააკეთა და კარგი შეხვედრაც ჰქონდა, თუმცა მეორე ნახევარში წელის პრობლემის გამო მოედანი საკაცით დატოვა და ცოტა ხნით ყველა გვანერვიულა.

ტომ ქლევერლის გუნდი ინგლისის ჩემპიონშიპში 10-10 ქულით „ბარნლისთან“ ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს და ერთპიროვნულ ლიდერ „სანდერლენდს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვესთან მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო - ფაბიო კარესამ გოგლიჩიძეზე ისაუბრა
იუვესთან მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო - ფაბიო კარესამ გოგლიჩიძეზე ისაუბრა