რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, დუშან ვლაჰოვიჩი, კენან ილდიზი, მასიმო მაური
Aa
Aa

მაური: ხვიჩასთან ერთად მარადონას მატჩის ნახვა მინდა, მას რაღაც უნდა ვაჩვენო

„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო მაურიმ, გუნდებს შორის დღეს გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ილდიზი, თუ კვარაცხელია? მხოლოდ ერთის არჩევა, რომ მომიწიოს იუვენტუსის ათიანს ავირჩევდი. თურქი ფეხბურთელის პიროვნებით აღფრთოვანებული ვარ.

რაც შეეხება კვარას, მინდა მასთან ერთად მარადონას თამაშს ვუყურო, რომ მან დაინახოს - დიეგო არასდროს ცდილობდა ხელის მოძრაობით ან რაიმე მანერით გუნდელისთვის რამე შეესწორებინა. ხვიჩას აქვს ტექნიკური და ადამიანი თვისებები, რომ საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

ვლაჰოვიჩი, თუ ლუკაკუ? ვლაჰოვიჩი, რადგან ის უფრო ახალგაზრდაა, თუმცა კონტე ყოველთვის ითხოვდა ლუკაკუს, ამიტომ მას რაიმე მიზეზი ექნება“.

- ციტირებს მასიმო მაურის სიტყვებს Gazzetta dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი დღეს 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოტა: უხეშობა კვარას წინააღმდეგ? ჩემი ბიჭები თამაშს პატივს სცემენ
მოტა: უხეშობა კვარას წინააღმდეგ? ჩემი ბიჭები თამაშს პატივს სცემენ