კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: შეტევასა და ნახევარდაცვას შორის არსებული უფსკრული უნდა შევამციროთ

კარლო ანჩელოტიმ თავისი შემტევი მოთამაშეების დაცვაში მუშაობა მოიწონა. ესპანური პრესა ბოლო დროს წერდა, რომ „რეალის“ დაცვაში დატოვებული დიდი სივრცეები სწორედ გუნდურად დაცვაში ცუდი თამაშის ბრალი იყო, რაც პირველ რიგში მბაპე-ვინისიუსი-როდრიგოს ტრიოს ბრალდებოდა, რომელიც უკან იშვიათად ჩადის.

„გუნდის მიზანია იმოქმედოს კომპაქტურად. თუ ვინისიუსი, მბაპე და როდრიგო პრესინგის თამაშს ცდილობენ და ჩვენი ნახევარმცველები და მცველები მაღლა არ აიწევენ, მაშინ პრობლემა შემტევ ტრიოში არ არის.

მე არ ვამბობ, რომ მათ დაცვაში უნდა ითამაშონ და უკან ხშირად ჩამოვიდნენ, მაგრამ შეტევასა და ნახევარდაცვას შორის უფსკრული ცოტათი უნდა შევამციროთ.

მესმის, ფიქრობთ, რომ დისბალანსი გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი შემტევი ფეხბურთელები დაცვაში არ მუშაობენ, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან მე მათ არ ვთხოვ ნახევარმცველების და მცველების ფუნქციების შესრულებას.

სამი მცველით თამაში შემეძლო, მაგრამ ამას ბალანსი ჰქვია, რადგან არის ბურთთან ერთად მუშაობა და ბურთის გარეშეც“,

- განაცხადა მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა.

„რეალმა“ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში საწყის 4 ტურში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, თუმცა მათ გუნდურ დაცვას მაინც ბევრს აკრიტიკებენ, რადგან კურტუას კართან ბევრი სახიფათო მომენტი იქმნება. ასევე იყო ჩემპიონთა ლიგაზე „შტუტგარტთან“ შეხვედრაშიც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინ არის ბიჭი მალდინის მითით?“ - იტალიური გამოცემა გოგლიჩიძეზე
„ვინ არის ბიჭი მალდინის მითით?“ - იტალიური გამოცემა გოგლიჩიძეზე