თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას აღიარება - საუკეთესო ფორვარდი და სიმბოლური ნაკრები

გუშინ, იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის გასული სეზონი შეაჯამეს და საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინეს. მიუხედავად იმისა, რომ „ვირტუსი“ ისევ ვიცე-ჩემპიონის სტატუსით დაკმაყოფილდა და ფინალი ამჯერადაც „ოლიმპია მილანოსთან“ წააგო, ამით თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე ასპარეზობას არანაირი ჩრდილი არ მიადგა. ის გუშინ Lega Serie A-ს ხელმძღვანელებმა საუკეთესო მეოთხე ნომრად, ანუ ეგრეთწოდებულ Power ფორვარდად დაასახელეს და სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, გასულ წელს საქართველოს ნაკრების 31 წლის კაპიტანი ბოლონიის გუნდში ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ნათელი წერტილი გახლდათ და შიდა პირველობასთან ერთად, ევროპულ საკლუბო ტურნირზეც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ „ვირტუსი“ ევროლიგის პლეი ოფში ვერ მოხვდა, ამ ტურნირზე ჩატარებულ 33 შეხვედრაში შენგელიამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს, თავი 480 ქულით, 166 მოხსნითა და 110 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ახალ სეზონს თოკო და მისი თანაგუნდელები დღეს „ბასკეტ ნაპოლისთან“ იტალიის სუპერ თასის ნახევარფინალური შეხვედრით დაიწყებენ, ხოლო ფინალის მეორე საგზურისთვის „ოლიმპია მილანო“ „ვენეციას“ დაუპირისპირდება. სუპერ თასზე გამარჯვების შემთხვევაში, ბოლონიელები ამ ტიტულს ზედიზედ მესამედ მოიპოვებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოდარ ქორქია: „ტომასონი საქართველოს ნაკრებს არაფერში სჭირდება“
ნოდარ ქორქია: „ტომასონი საქართველოს ნაკრებს არაფერში სჭირდება“