მოტა: უხეშობა კვარას წინააღმდეგ? ჩემი ბიჭები თამაშს პატივს სცემენ
„იუვენტუსი“ „ნაპოლის“ მატჩის წინ, ტურინელთა მთავარ მწვრთნელს ტიაგო მოტას ჟურნალისტებმა ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ზღვარსგადასული უხეშობის შესახებ ჰკითხეს.
„უხეშობები კვარაცხელიას წინააღმდეგ? მე შემიძლია ვისაუბრო ჩემს ბიჭებზე. ჩემი ფეხბურთელები ჯარიმებზე და უხეშობაზე ორიენტირებულნი არ არიან და ყოველთვის სურთ ფეხბურთის თამაში. ისინი არასდროს მიდიან ამაზე და თამაშს პატივს სცემენ.
ზოგადად, მე ყოველთვის ვიცავდი თამაშს. მსგავსი ჯარიმები საშიშია. ეს არასდროს არის კარგი და ახლა ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ნაკლოვანებები, ვრეაბილიტირდეთ მარცხის შემდეგ. ასევე მოგვიწევს მოედანზე სიმულაციების შეზღუდვაც“.
ბოლო დროს, კვარას წინააღმდეგ უხეშობებზე იტალიური მედია აქტიურად წერს და ამის შესახებ კომენტარი ბევრმა ექსპერტმაც გააკეთა.
მოტამ ასევე ისაუბრა „ნაპოლის“ წინააღმდეგ თამაშის სტილზე და ხვიჩა აქაც ახსენა.
„გუნდურად უნდა ვითამაშოთ და პრესინგის ქვეშ სოლიდურად გამოვიყურებოდეთ. არ უნდა დავტოვოთ დიდი სივრცეები დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზებს შორის, სადაც კვარა და სხვა ფეხბურთელები სახიფათოები არიან“.
შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს ჩვენი დროით 20:00-ზე დაიწყება.