ემპოლი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

„ვინ არის ბიჭი მალდინის მითით?“ - იტალიური გამოცემა გოგლიჩიძეზე

„ემპოლის“ 20 წლის ქართველ მცველზე იტალიური პრესა სულ უფრო ხშირად წერს. ამჯერად საბა გოგლიჩიძის შესახებ mondoprimavera წერს და სტატიას ასეთი სათაურით აქვეყნებს: „ვინ არის საბა გოგლიჩიძე? საქართველოდან ემპოლიმდე, მალდინის მითით“.

„ემპოლის ახალ სახეებს შორის არის მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელიც ლურჯთა დაცვის ცენტრში თავის ადგილს იკავებს. მისი სახელი სერია A-ში მოსვლამდე ნაკლებად იყო ცნობილი, მაგრამ ახლა ის ტოსკანურ გუნდში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. პრეზენტაციის დროს მან განაცხადა, რომ ბავშვობაში ის იტალიის ჩემპიონატზე არის გაზრდილი და მისი კუმირი პაოლო მალდინია.

საბა ამპლუით ცენტრალური მცველია, რომელიც მარჯვენა ფეხით თამაშობს. გოგლიჩიძეს თამაში 4-მცველიან და 3-მცველიან სქემებშიც შეუძლია. საჭიროების შემთხვევაში ის მარჯვენა მცველის როლსაც შეითავსებს. მას კარიერის განმავლობაში ამ პოზიციაზე უკვე აქვს ნათამაშები.

მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი აგრესიულობაა. მან იცის როგორ უნდა გამოიყენოს თავისი ფიზიკური მონაცემები საჰაერო ორთაბრძოლების დროს (მისი სიმაღლე 193 სმ არის). საბა ასევე კარგად თამაშობს ბურთთან ერთადაც. თანამედროვე ფეხბურთში მცველისთვის ეს უნარი ძალიან მოთხოვნადია.

ტრანსფერმარკტის მონაცემებით გოგლიჩიძის ღირებულება 300 ათასი ევროა. თუმცა მისი ფასი არსებითად შეიცვლება და გაიზრდება, თუ საბა კვლავ გააგრძელებს სივრცის პოვნას და ემპოლისთან ერთად კარგად თამაშს.

გოგლიჩიძეს ემპოლისთან ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული“.

- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მე-5 ტურში „ემპოლიმ“ სტუმრად „კალიარის“ 2:0 მოუგო და ლიდერთა შორის ყოფნას განაგრძობს. გოგლიჩიძემ მთელი მატჩი უშეცდომოდ ჩაატარა და რამდენიმე სახიფათო ეპიზოდიც განმუხტა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: სამი განმუხტული სიტუაცია, 1 დაბლოკილი დარტყმა, 2 ართმევა. 6-დან 2 პოზიციური დუელის მოგება, 9-დან 3 საჰაერო დუელის მოგება, 1 დაჯარიმება. ბურთთან 35 შეხება, 22-დან 17 ზუსტად შესრულებული პასი.

ტოსკანელები 9 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA-ს რეიტინგი: საქართველოს ნაკრები კვლავ წინ მიიწევს
FIFA-ს რეიტინგი: საქართველოს ნაკრები კვლავ წინ მიიწევს