მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უმარი ქამარს ჩაიბარებს და აღარასდროს დათმობს“ - სეხუდო არ ჩერდება

რთული სათქმელია მერაბ დვალიშვილის შონ ომალისთან გამარჯვებამ გააღიზიანა ასე, თუ ქართველთან განცდილ დამამცირებელ მარცხს დღემდე განიცდის, თუმცა ფაქტია, რომ ჰენრი სეხუდომ ბოლო ერთ კვირაში ჟურნალისტებს იმდენი ინტერვიუ მისცა, რამდენიც ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე არ მიუცია. მედიასთან კონტაქტი ნებისმიერი სპორტსმენის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ხან პირდაპირ, ხან კი ირიბად გამუდმებით დვალიშვილზე საუბრობს და მისი ქცევები ქართველი მებრძოლისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის უკვე მიუღებელი ხდება.

სეხუდომ ამჯერად უმარ ნურმაგომედოვი შეაქო და აღნიშნა, რომ შერეულ ორთაბრძოლებში თვრამეტი ბრძოლიდან თვრამეტივეს მოგება იოლად გასაკეთებელი არ არის, რის გამოც თვლის, რომ დაღესტნელი უახლოეს თვეებში საჩემპიონო ქამარს მოიპოვებს და მას კარიერის დასრულებამდე აღარ დათმობს, რადგან წლების განმავლობაში სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის დომინანტი მებრძოლი გახდება.

ცნობისათვის, ორ წონით დივიზიონში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო თებერვალში, საჩემპიონო ქამრისკენ მიმავალ გზაზე, მერაბ დვალიშვილმა იმდენად მარტივად დაამარცხა, რომ შეხვედრის მსვლელობისას Facebook-ის შემქმნელ მარკ ცუკენბერგთან დიალოგის დროც გამონახა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეხუდო: ომალის საჩემპიონო გზა გაუმარტივეს, ეს უსამართლობაა
სეხუდო: ომალის საჩემპიონო გზა გაუმარტივეს, ეს უსამართლობაა