ანტონი მარსიალი
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედიდან საბერძნეთში - მარსიალის რეგრესი

ანტონი მარსიალი, რომელსაც წლების წინ უპერსპექტიულეს მოთამაშედ და მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევდნენ, კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს. 28 წლის ფრანგი შემტევი გუშინ ათენში ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ადგილობრივ „აეკთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ოფიციალური წარდგენის შემდეგ, მარსიალმა განაცხადა, რომ მისთვის ამ გუნდის მაისურით თამაში დიდი პატივია, რადგან სურს ფეხბურთით ძველებური სიამოვნება მიიღოს.

„იუნაიტედში“ გადაბარგებამდე ფრანგი ფეხბურთელი სამშობლოში „ლიონისა“ და „მონაკოს“ ღირსებას იცავდა, „წითელ ეშმაკებში“ 2015-2024 წლებში ყველა ტურნირზე გამართულ 317 შეხვედრაში კი თავი 90 გოლით გამოიჩინა.  2022 წელს ინგლისური გრანდის ხელმძღვანელებმა სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით, მარსიალი ერთწლიანი იჯარით „სევილიაში“ გაუშვეს, თუმცა ნახევარ წელიწადში მხოლოდ 9-ჯერ ითამაშა, შედეგიანი მოქმედებებით თავი არ გამოუჩენია და უკან დაბრუნება მოუწია.

ოთხი ტურის შემდეგ „აეკს“ 10 ქულა აქვს და სუპერლიგის სატურნირო ცხრილს „ოლიმპიაკოსთან“ და „პაოკთან“ ერთად ლიდერობს. დედაქალაქური გრანდის შემადგენლობაში მარსიალის დებიუტი სავარაუდოდ ხვალ, „კალითეასთან“ სტუმრად გასამართ შეხვედრაში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიზეზები, რის გამოც ფეხბურთელებს მანჩესტერში ცხოვრება ეზიზღებათ
მიზეზები, რის გამოც ფეხბურთელებს მანჩესტერში ცხოვრება ეზიზღებათ