იუვენტუსი, ჯონი ელკანი
Aa
Aa

იუვეს მფლობელს აქტივები დაუყადაღეს - საქმე სასამართლოშია

ტურინის სასამართლომ „იუვენტუსის“ მფლობელს ჯონი ელკანს 75 მილიონი ევროს აქტივები დაუყადაღა. საქმე ეხება 2019 წელს მემკვიდრეობით მიღებულ როგორც უძრავ, ასევე მოძრავ ქონებას, რომელიც ელკანებს მათმა ბებიამ, მარელა კარაჩიოლომ დაუტოვა. ეჭვმიტანილები ასევე არიან ჯონი ელკანის ძმა ლაპო, და გინერვა და კლუბის პრეზიდენტი ჯანლუკა ფერერო, რომელთაც ბრალი საგადასახადაო თაღლითობასა და სახელმწიფოსთის ფინანსური ზიანის მიყენებაში ედებათ.

ელკანების ადვოკატის განცხადებით, ქონების კონფისკაცია სტანდარტული პროცედურაა, რომელიც მათი კლიენტების ბრალეულობის დამტკიცებას არ ნიშნავს. იურისტი ამბობს, რომ მარელა კარაჩიოლო 70-იანი წლებიდან დაზვერვის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელი გახლდათ, რომლის სურვილიც იყო შვეიცარიაში ეცხოვრა და გამომდინარე იქიდან, რომ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მის ქონებაზე იტალიის პროკურატურასა და სასამართლოს არანაირი უფლებები არ გააჩნია.

გამოძიება გრძელდება და მის დასრულებამდე ეჭვმიტანილ ელკანების ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვება კატეგორიულად ეკრძალებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7-10 მილიარდს ელიან - გლეიზერებმა იუნაიტედის გაყიდვა 2025 წლისთვის გადადეს
7-10 მილიარდს ელიან - გლეიზერებმა იუნაიტედის გაყიდვა 2025 წლისთვის გადადეს