ნიცა, ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

8:0 - ზურიკოს სენტ-ეტიენის კოშმარული მარცხი ნიცასთან

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „ნიცას“ დაუპირისპირდა და 8:0 განადგურდა.

ქართველი შემტევი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა, როგორც მას, ისე მის თანაგუნდელებს საკმაოდ სუსტი მატჩი ჰქონდათ, რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახა.

„ნიცამ“ მატჩის ბედი შეიძლება ითქვას, რომ პირველ 25 წუთში გადაწყვიტა. მე-4 წუთზე ანგარიში ბატუბინსიკას ავტო-გოლით გაიხსნა, მე-7 წუთზე კი ნდომბელემ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. 24-ე წუთზე მოჰამედ-ალი ჩომ სტუმართა კარში მესამე გოლი გაიტანა, ზუსტად ორ წუთში კი მუკოკომ მეოთხე გოლი შეაგდო. „სენტ-ეტიენის“ კარში მეხუთე ბურთი 36-ე წუთზე, გესანის ანგარიშზეა, 39-ე წუთზე კი მუკოკომ დუბლი შეასრულა და „ნიცამ“ ტაიმი 6:0 მოიგო.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა სტუმართა კარში კიდევ ორი გოლი გაიტანეს. 75-ე წუთზე თავი დიუპმა გამოიჩინა, „სენტ-ეტიენის“ განადგურებას კი წერტილი როზარიომ დაუსვა - 8:0.

ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. ქართველი შემტევი მიმდინარე სეზონში „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში მეხუთედ გამოჩნდა და ჯერჯერობით, მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა აქვს.

5 ტურის შემდეგ, „სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 3 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 29 სექტემბერს, სტუმრად, „ნანტის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები