გრანადა, გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

გრანადა მალაგას დაუზავდა, წიტაიშვილმა მარჯვენა გარემარბად ითამაშა

ლა ლიგა 2-ის მეექვსე ტურში „გრანადა“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი წიტაიშვილი იცავს, შინ „მალაგას“ ხვდებოდა - მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

„გრანადას“ მთავარმა მწვრთნელმა, გილიერმო აბასკალმა წიტაიშვილი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ათამაშა. წიტაიშვილმა მასპინძლების რიგებში 68 წუთი ითამაშა - მის ნაცვლად მოედანზე კამილ იოზვიაკი შევიდა.

გიორგი აქტიური იყო, დრიბლინგის ხარჯზე რამდენჯერმე გაამწვავა თამაში, მე-40 წუთზე ორი მცველი მოატყუა და მახვილი კუთხიდან ალფონსო ჰერერომ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია.

56-ე წუთზე წიტაიშვილმა ქუსლით ეფექტური პასი გაუკეთა მარტინ ჰონგლას, რომელმაც ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც „გრანადას“ კაპიტანმა, კარლოს ნევამ ერთი შეხებით ბურთი „მალაგას“ კარის „ცხრიანში“ გაუშვა - 1:0.

თუმცა უკვე მე-60 წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს - „მალაგას“ შემადგენლობაში თავი ანტონიო კორდერომ გამოიჩინა. 77-ე წუთზე მირტო უზუნიმ „გრანადა“ ისევ დააწინაურა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმრებმა მარკ მარტინესის კარი კიდევ ერთხელ აიღეს - გოლი პორტუგალიელი მცველის, ნელსონ მონტეს ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ „გრანადას“ მატჩის მოგების რეალური შანსი ჰქონდა - 98-ე წუთზე მასპინძლებმა 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს, თუმცა შონ ვაისმანის მიერ შესრულებული პენალტი ჰერერომ მოიგერია.

წიტაიშვილმა Sofascore-ისგან 7,2-იანი შეფასება მიიღო. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 1 დარტყმა კარში, 1 დარტყმა კარისკენ, დრიბლინგის 1 წარმატებული მცდელობა, ბურთთან 22 შეხება, 13-დან 8 ზუსტად შესრულებული პასი, 2 საკვანძო პასი, 2-დან 1 წარმატებული ჩაწოდება, 1 სახიფათო მომენტი, 1 პოზიციური დუელის მოგება და 9 დაკარგული ბურთი.

6 ტურის შემდეგ „გრანადა“ 6 ქულით ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს წიტაიშვილის გუნდი 29 სექტემბერს, სტუმრად, „ბურგოსის“ წინააღმდეგ გამართავს.

წიტაიშვილის გამორჩეული მომენტები „მალაგასთან“:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები