ნოვაკ ჯოკოვიჩი, გორან ჯოკოვიჩი, მირკო პეტროვიჩი, ალექსანდრ ვუჩიჩი
Aa
Aa

ნოლეს ბიძა პრეზიდენტად - სერბულ ჩოგბურთს გორან ჯოკოვიჩი უხელმძღვანელებს

სერბეთის ჩოგბურთის ასოციაციის პრეზიდენტად ნოვაკ ჯოკოვიჩის ბიძა აირჩიეს. ამ თანამდებობაზე გორან ჯოკოვიჩმა მირკო პეტროვიჩის შეცვალა, რომელმაც პოსტი 9-წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. როგორც თავად გორანმა აღნიშნა, სპორტის ამ სახეობაში მისი გამოცდილება ძირითადად ნოვაკ ჯოკოვიჩთან მუშაობით შემოიფარგლება, თუმცა ასევე დაამატა, რომ მოთამაშის კარიერის დროს, მას ქვეყნის ჩემპიონატი რამდენჯერმე აქვს მოგებული და სოფიის საერთაშორისო ტურნირებზეც სისტემატურად ასპარეზობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გორან ჯოკოვიჩი ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და ასოციაციაში მისი ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნა მეტწილად ამ ფაქტორით იყო განპირობებული. ასოციაციის ახალი პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის უპირველესი საზრუნავი ეროვნული საჩოგბურთო სასწავლო ცენტრის გახსნა და ასოციაციისთვის ახალი ოფისის აშენება იქნება, დანარჩენ პრობლემებს კი ეტაპობრივად აღმოფხვრის.

ბიძას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სოციალური ქსელის საშუალებით უკვე მიულოცა და იმედი დაიტოვა, რომ ასოციაციის ხელმძღვანელ რგოლში მომხდარი ეს ცვლილება სერბეთის ჩოგბურთის აღორძინების საწინდარი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
"სერბეთი ამაყობს ამ ოქროთი, ბრავო ზურაბი!" - სერბეთის პრეზიდენტი