„სხვა ქვეყნის გაგონება არ მინდა“ - ბალოტელი იტალიაში ბრუნდება
34 წლის მარიო ბალოტელი, რომლის კარიერის საუკეთესო წლებიც დიდი ხანია უკან დარჩა, სამშობლოში დაბრუნებას და იტალიის სერია A-ს რომელიმე კლუბში თავის დამკვიდრებას გეგმავს. DAZN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სუპერმარიომ აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებიდან უამრავი შეთავაზებები აქვს, მაგრამ მხოლოდ იტალიის კლუბების წარმომადგენლების წინადადებების განხილვას აპირებს და საუკეთესო ვარიანტს უახლოეს მომავალში შეარჩევს.
მედიის წარმომადგენლის შეკითხვაზე, რომელ გუნდს ანიჭებს უპირატესობას და რომელი უფრო კარგად მიესადაგება მის სათამაშო სტილს, ბალოტელიმ უპასუხა, რომ არ არსებობს იტალიის ჩემპიონატში კლუბი, სადაც ის თავის შესაძლებლობებსა და სათამაშო კლასს ბოლომდე ვერ გამოავლენს.
კალჩოს წარმომადგენლებიდან ბალოტელი სხვადასხვა დროს „ინტერის„ „ბრეშიასა“ და „მონცას“ ღირსებას იცავდა. მისი ბოლო გუნდი კი თურქეთის „ადანა დემირსპორი“ იყო, რომლის რიგებში გამართულ 16 შეხვედრაში თავი 7 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.