დილა, სამტრედია, ტაირელ ვაუტერი
Aa
Aa

გამარჯვება აუტსაიდერთან - დილა ლიდერობას ინარჩუნებს

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XXV ტური თენგიზ ბურჯანაძეზე გამართული შეხვედრით გაიხსნა, სადაც გათამაშების ლიდერმა „დილამ“ აუტსაიდერი „სამტრედია“ 3:2 დაამარცხა და 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. სამტრედიელებმა კი 4-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს და დარჩნენ მიმდინარე ჩემპიონატში ერთადერთ კლუბად, რომელსაც სტუმრად თამაში არ მოუგია.

სამტრედიელები უსწრაფესი გოლით დაწინაურდნენ - 35-ე წამზე აბუბაქარ კონტემ მეკარესთვის ბურთის დაბრუნების დროს შეცდომა დაუშვა, რითაც დანიელ ოვუსუმ ისარგებლა და ნიკა ქავთარაძის კარი აიღო. თუმცა, მასპინძლებმა პირველ ტაიმში არამხოლოდ წონასწორობა აღადგინეს, არამედ შესვენებაზე დაწინაურებულებიც გავიდნენ და 2-წუთიან ინტერვალში იმერლების კარში ამდენივე გოლი გაიტანეს. ჯერ ნოდარ ლომინაძის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა შეასრულა, ხოლო შემდეგ იბრაჰიმა დრამეს გადაცემა ტაირელ ვაუტერმა გამოიყენა და მიმდინარე ჩემპიონატში მე-13 გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში კიდევ ორი ბურთი გავიდა - 88-ე წუთზე მუსა ბაბა სანგარემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში „დილას“ ანგოლელი ლეგიონერის, ანტონიო ლოპეშის ავტოგოლის შედეგად დაფიქსირდა.

მომდევნო ტურში გორელები 27 სექტემბერს „დინამო ბათუმს“ უმასპინძლებენ, სამტრედიელები კი 26 სექტემბერს „თელავს“ მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ათენის აეკს მოუგო - დილას ყოფილი მწვრთნელის წარმატება
ათენის აეკს მოუგო - დილას ყოფილი მწვრთნელის წარმატება