კონორ მაკგრეგორი, ბენ ასკრენი
Aa
Aa

ასკრენი მაკგრეგორზე: „ის ჩამოყალიბებული ნარკომანია“

კონორ მაკრეგორი UFC-ში ყველაზე პოპულარული თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონა ნამდვილად არის, რის გამოც მასზე და მის კარიერასთან დაკავშირებით შერეული ორთაბრძოლების მებრძოლები კომენტარებს ხშირად აკეთებენ და უმეტესობა მათგანი ირლანდიელის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. თუმცა, ვეტერანი სპორტსმენი ბენ ასკრენი ამჯერად ყოველგვარ ზღვარს გასცდა და კონორს ნარკომანი უწოდა.

რას ამბობს ასკრენი

ჩემთვის უკვე ცხადზე უცხადესია, რომ მაკგრეგორი ნარკომანია. ის საკმარისად მდიდარია საიმისოდ, რომ საკუთარი ცხოვრება ასეთი მავნებლური რაღაცეების გარეშე წარემართა, თუმცა ფაქტია სახეზეა - კონორი საწვრთნელ შეკრებებზე გაცილებით მეტ დროს წვეულებებზე ატარებს.

სოციალურ ქსელში მინახავს უამრავი ვიდეო, სადაც მაკგრეგორი ერთობა და უაზრო ლაყბობის მეტს არაფერს აკეთებს. ხან რომელ მებრძოლს ემუქრება დანოკაუტებით, ხან რომელს, მაგრამ საქმისადმი ასეთი მიდგომით მას საერთოდ არაფერი გამოუვა.

ზუსტად ვიცოდი, რომ 2023 წელს ის არ იჩხუბებდა, რადგან საამისოდ მზად არ იყო. მაიკლ ჩენდლერს შეეძლო სრულიად მშვიდად ყოფილიყო, რადგან მას სერიოზულ მებრძოლთან დაპირისპირება წინ არ ელოდა.

ცნობისათვის, კონორ მაკგრეგორი ბოლოს ოქტაგონზე 2021 წლის ივლისში გამოჩნდა, როდესაც დასტინ პურიესთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემზე ეჭვიანობს და ასე ამიტომ იქცევა“ - ომალი კონორზე
„ჩემზე ეჭვიანობს და ასე ამიტომ იქცევა“ - ომალი კონორზე