იბრაჰიმოვიჩი: მინიმუმ 30 გოლის გატანა ახლაც შემიძლია
42 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იუთუბ-არხისთვის მიცემულ ინტერვიუში თავის ბოლოდროინდელ ცხოვრებაზე და ასევე ფიზიკურ ფორმაზე ილაპარაკა.
„მილანის“ ყოფილი შვედი ფორვარდი დარწმუნებულია, რომ ახლაც კარგად ითამაშებდა.
„ახლა შემიძლია ბოლო 20 წუთი ვითამაშო. 15-20 გოლს ლიგაზე გავიტანდი და კიდევ ათს თასზე. სულ მცირე 30 გოლის გატანას შევძლებდი ბოლო 20 წუთში, ყველა თამაშზე. როცა მეტოქე დაღლილია, მე დასვენებული შემიძლია გავიდა - ეს ჩემი ეგო არის, ეს რეალური სიტუაციაა“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული შვედი 2023 წლის დეკემბერში RedBird Capital Partners-მა დაასაქმა. ზლატანს ტრანსფერების გაჩარხვა და შიდა სიტუაციის კონტროლი ევალება.