ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დიდი სივრცე არ უნდა მიეცეს“ | იუვეს თავკაცი კვარაზე

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასგან მომდინარე საფრთხის ნეიტრალიზების გზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, კვარას დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზებს შორის დიდი სივრცე არ უნდა მიეცეს.

„მოედანზე ძლიერი ფეხბურთელები იქნებიან, ამიტომ კარგ თამაშს ველოდები. ვერ ვიტყვი, ვის მხარესაა უპირატესობა. მატჩიდან მატჩამდე მივიწევთ წინ. „ნაპოლი“ არის გუნდი, რომელიც სკუდეტოს დაუმიზნებს. სულ ცოტა ხნის წინ მათ ჩემპიონატი მოიგეს და „ნაპოლის“ მიერ ნაჩვენებ ლამაზ ფეხბურთზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა.

გუნდურად უნდა ვითამაშოთ და სოლიდურად გამოვიყურებოდეთ ზეწოლის ქვეშ. არ უნდა დავტოვოთ დიდი სივრცეები დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზებს შორის, სადაც კვარა და სხვა ფეხბურთელები სახიფათოები არიან“.

„იუვენტუსი“-„ნაპოლის“ მატჩი 21 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. სატურნირო ცხრილში „ნაპოლი“ 9 ქულით მეორე ადგილზეა და მეოთხე ადგილოსან „იუვენტუსს“ 1 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა და ილდიზი - იუვე-ნაპოლის დაპირისპირების საინტერესო აქცენტი
კვარა და ილდიზი - იუვე-ნაპოლის დაპირისპირების საინტერესო აქცენტი