მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უმარი მერაბს დაამარცხებს“ | ცნობილი მენეჯერის კომენტარი

ცნობილი მენეჯერი, ალი აბდელ-აზიზი, რომელიც UFC-ის სუპერვარსკვლავებთან მუშაობს, იმედოვნებს, რომ მერაბ დვალიშვილის პოზიციის მიუხედავად, უმარ ნურმაგომედოვი სატიტულო ბრძოლას მოიპოვებს და ქართველთან იჩხუბებს.

აბდელ-აზიზი დარწმუნებულია, რომ უმარი მოიგებს და ამის შემდეგ ის შონ ომალის შეხვდება, რომელსაც ის სუპერმსუბუქ წონაში ყველაზე დიდ მეტოქედ მიიჩნევს.

„ვისურვებდი, შონ ომალიმ დაისვენოს, რამდენიც მას სჭირდება. მჯერა, რომ უმარი მერაბს დაამარცხებს, ამის შემდეგ კი ის ომალისთან იბრძოლებს. ვფიქრობ, ომალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია ამ სპორტში. ეს არის ბიზნესი ფულის გამომუშავებაზე და ვიქრობ, ომალი იმსახურებს ტიტულისთვის ბრძოლას დამარცხების შემდეგ? იცით, რატომ? იმიტომ, რომ შონ ომალი გამოიმუშავებს ფულს ყველასთვის დივიზიონში და არა მერაბი. უმარი ჯერ არა, მაგრამ მას შეუძლია, რადგან მის უკან 2 მილიონი ადამიანია. ის მეორე ხაბიბი იქნება“, - თქვა აბდელ-აზიზმა.

გუშინ „მანქანამ“ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მზად არის უმარ ნურმაგომედოვს ებრძოლოს.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.

მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა. დვალიშვილი სიაში მე-7 ადგილზეა.

რაც შეეხება უმარ ნურმაგომედოვს, რომელიც ხაბიბის ბიძაშვილია, ხუთი ბრძოლიდან ხუთივე მოგებული აქვს და რეიტინგის მეათე ნომერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეტ სერა: ომალის მწვრთნელის მუშაობა ნაგავი იყო, მერაბმა ყველაფერზე იზრუნა
მეტ სერა: ომალის მწვრთნელის მუშაობა ნაგავი იყო, მერაბმა ყველაფერზე იზრუნა