მარკეტი: შაბათს რომელი გაიბრწყინებს - კვარა, თუ ნიკო?
Sky Sport-ის ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ Radio Marte-ს „ნაპოლისთან“ დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გაუზიარა.
„ვინ შეიძლება იყოს უფრო გადამწყვეტი შაბათის მატჩში - ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიკო გონსალესს შორის? ჩვენ მათ კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ ნიკო ყველაზე არათანმიმდევრული და ნაკლებად ნიჭიერი არგენტინელია. კვარას და ილდიზს, ზოგადად, უფრო დიდი ნიჭი აქვთ. მე სწორედ ამ ორს შევადარებდი და პირველ რიგში მოლოდინი მათგან მექნებოდა.
კონტე? მან ყოველთვის იცის როგორ მართოს თავისი ფეხბურთელები. ის მათ რაღაც
მეტს აძლევს და კარგადაც გამოსდის. არ შეიძლება გუნდში 11 ფიქსირებული სასტარტო მოთამაშე გყავდეს. როტაცია ყოველთვის საჭიროა. და თადარიგის მოთამაშეებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინიც საჭირონი არიან და სულ სკამზე არ ისხდებიან“.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა შაბათს ტურინში გაიმართება და ჩვენი დროით 20:00-ზე დაიწყება.