ანჩელოტი: ფეხბურთელები მზად არიან ხელფასები შეიმცირონ, თუ ნაკლებს ითამაშებენ
გადატვირთულ საფეხბურთო კალენდარსა და მატჩების რაოდენობის გაზრდას მადრიდის „რეალის“მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გამოეხმაურა.
მისი თქმით, ფეხბურთელები დაიღალნენ, ტრავმების რაოდენობა კი გაიზარდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება ამის გათვალისწინებით უნდა იყოს მიღებული.
„ვერანაირი საჩივრები ამ სეზონის კალენდარს ვეღარ შეცვლის. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ფეხბურთელები დაიღალნენ. ამ სეზონში უკვე ვერაფერი შეიცვლება, მაგრამ ფეხბურთელები ფიქრობენ იმაზე, როგორ შეცვალონ ფეხბურთის მომავალი.
უნდა დავფიქრდეთ ამაზე, იმიტომ რომ ამდენი ტრავმის გამოსარიცხად ნაკლები მატჩის ჩატარებაა საჭირო. ფეხბურთელები მზად არიან ხელფასები შეიმცირონ, თუ ნაკლებს ითამაშებენ“.
გადატვირთული საფეხბურთო კალენდარი დიდი ხანია, განხილვის საგანი გახდა როგორც ფეხბურთელებში, ასევე მწვრთნელებში.
მანამდე მატჩების გაზრდილი რაოდენობა გააკრიტიკეს როდრიმ, კევინ დე ბრუინიმ, ტიბო კურტუამ, დანი კარვახალმა, ჟულ კუნდემ და სხვებმა.