მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

შუგამ თავისი სიტყვები უკან წაიღო - ომალი ფიქრობს, რომ მას მოგება „მოჰპარეს“

სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ, რომელმაც ტიტული მერაბ დვალიშვილთან დათმო, „მანქანასთან“ განცდილ მარცხზე ილაპარაკა.

როგორც მაშინ „შუგამ“ თქვა, მერაბი ფიზიკურად მასზე ძლიერი აღმოჩნდა და უბრალოდ წააგო.

თუმცა ახლა ის სხვანაირად ფიქრობს და როგორც X-ზე დაწერა, ჩხუბს თავიდან უყურა და მიიჩნევს, რომ მსაჯებმა მას გამარჯვება „მოჰპარეს“.

„მე მოვიგე პირველი, მესამე და მეხუთე რაუნდი, სად არის ჩემი ქამარი? მე ჩემპიონი ვარ. ქამარს უმართან დავიცავ ვეგასში, ივნისში ან ივლისში“- დაწერა ომალიმ სოციალურ ქსელში.

მერაბი ომალის ამ განცხადებას Instagram-ზე სახალისო ვიდეოთი გამოეხმაურა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შუგა თავისი ბრძოლების შედეგებს ასაჩივრებს. 2020 წელს, ჩიტო ვერასთან პირველი დამარცხების შემდეგ, ის თავის თავს გამარჯვებულს უწოდებდა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.

მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა. დვალიშვილი სიაში მე-7 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საერთოდ სხვა ადამიანი დავინახე“ - მერაბი ომალიზე
„საერთოდ სხვა ადამიანი დავინახე“ - მერაბი ომალიზე